ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს ოკუპირებულ ცხინვალში გაიმართება

გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ გაუგრძელეს, რის გამოც უკვე 6 თვეა ცხინვალის ციხეში, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.

11 ივლისს ის სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და გაიტაცეს, თუმცა მას ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაშიც ადანაშაულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი