თებერვალში ვაქცინა რომ ფიზიკურად გვქონდეს და პროცესი დაიწყოს, სრულიად რეალისტურია - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ფიქრობს, რომ ვაქცინაციის თებერვლიდან დაწყებაზე საუბარი რეალისტურია.

"ჩვენ კოვაქსის მხრიდან ველოდებით მაქსიმალურად სწრაფ პასუხს, ანუ ის, რომ თებერვალში ვაქცინა ფიზიკურად გვქონდეს და ეს პროცესი დაიწყოს, არის სრულიად რეალისტური. ჩვენ ჩვენი პირობები შევასრულეთ, ახლა ველოდებით საბოლოო დასტურს კოვაქსიდან. შეკვეთილი გვაქვს 1,5 მილიონი დოზა", - თქვა მან.

 მისივე თქმით, "ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი არის მოზრდილი მოსახლეობის 60%". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი