აბაშაში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - არაინ დაშავებულები

გამოქვეყნდა:

აბაშის ცენტრში, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი სენაკის კლინიკა "არქიმედეში" გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

 

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი