მკვლელობა ზუგდიდში - 22 წლის ახალგაზრდას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული რუსტამ ფილიას ბრალი 2 მუხლით წაუყენეს. პროკურატურა მას განზრახ მკვლელობას - 108-ე მუხლი და სხვისი ნივთის დაზიანებას - 187-ე მუხლის მეორე ნაწილი, ედავება.

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით 22 წლის ახალგაზრდა ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, მოტივი კი ეჭვიანობა.

საქმის მასალები ადვოკატს უკვე გადაეცა. ბრალდებულს თითის ანაბეჭდები და ნერწყვის ნიმუშიც აუღეს. ამოღებულია დანაშაულის სავარაუდო იარაღი დანა და ფილიას ტანსაცმელი, რომელიც ისი მეგობაი ქალის ბინიდან ამოიღეს.

"მთავარის" ინფორმაციით, ბრალს დანაშაულის დაფარვისთვის სავარაუდოდ ბრალდებულის მეგობარ ქალსაც წაუყენებენ.

სასამართლო, სადაც დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, მკვლელობა ზუგდიდში 16 იანვას მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზდამ  42 წლის კაცი მოკლა, კვალის დაფარვა კი ხანძრის გაჩენით სცადა.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი