სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვების მენტალურ სტატუსზე - ონლაინსწავლების მძიმე შედეგები

გამოქვეყნდა:

დღეიდან სასწავლო წლის მეორე სემესტრი ისევ ონლაინრეჟიმში განახლდა. თითქმის 1 წელია ბავშვებსა და სტუდენტებს სასწავლო დაწესებულებებში სიარულის საშუალება არ აქვთ. 

ონლაინსწავლების მძიმე შედეგებზე უკვე ინფექციონისტებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ განვლილი 1 წელი ბავშვების მენტალობაზე სერიოზულად აისახება. გარდა ამისა, მაია ბუწაშვილი თვლის, რომ ონლაინსწავლება არც ისე ეფექტურია:

იმ მასშტაბით ვერავითარ შემთხვევაში ვერც ერთი მასწავლებელი ვერ ასწავლის, როგორც პირისიპირი ინტერაქციის დროს. ბავშვებს სოციალაური აქტივობები, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან სჭირდებათ და ის დიდი პრობლემა რაც გვქონდა, ბავშვები მიჯაჭვულები მობილურებთან დ ინტერენტთან, ახლა გაათმაგდა იმიტომ რომ ამის სრული საშუალება იძულების წესით მივეცით ბავშვებს. ერთი წელი ძალიან დიდი დროა, სერიოზული გავლენა შეუძლია იქონიოს მათ მენტალურ სტატუსზე" ამბობს ბუწაშვილი.

განათლების ექსპერტები თვლიან რომ ხელისუფლებას ალტერნატიული გზა უნდა მოეძებნა იმისთვის, რომ მოსწავლეებსა და სტუდენტებს სრულყოფილად გაეგრძელებინათ განათლების მიღება, თუმცა მათივე თქმით, ხელისუფლებას არ ჰქონია არანაირი გეგმა პანდემიის პირობებში, განათლების სისტემისთვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი