ქვეყანას ვაქცინის 3 მილიონზე მეტი დოზა სჭირდება - ექსპერტები დაგვიანებულ გეგმაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ კოვაქსს ვაქცინის მისაღებად უნდა წარუდგინოს, მორიგი მათემატიკური თავსატეხი და გარდაუვალი კრიტიკის საფუძველია.  მმართველი გუნდი პირველ ეტაპზე პლატფორმისგან ითხოვს 20 ათას ვაქცინას, რომელიც მხოლოდ სამედიცინო პერსონალზე უნდა გადაანაწილოს. ამ სქემით, ქვეყანაში პირველ ეტაპზე მხოლოდ 10 ათასი მედიკოსი აიცრება, მაშინ როდესაც ქვეყანაში 85 ათასზე მეტი ექიმია და აქედან დიდი ნაწილი კოვიდ კლინიკაში მუშაობს. 

ვის აცრიან, ვინ არიან რისკ ჯგუფში და რამდენი დოზა გვჭირდება სულ ვაქცინისა ეს თეორიულად მმართველ გუნდში კარგად იციან. ამბობენ კიდეც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უხილავ მტერთან წინა ხაზზე მებრძოლი ექიმების დაცვა იქნება, მაგრამ პასუხი, როდის აიცრება 10 ათასი მედპერსონალი, არ აქვთ. 

აიცრებიან თუ ვერა სასწრაფოს ექიმები, სანიტრები და კოვიდ კლინიკების სხვა პერსონალი, ესეც უცნობია. ამ ქაოსის ფონზე ჯიუტად მხოლოდ ერთს იმეორებენ, რომ კოვაქსის ბაზიდან სადაც ფაიზერის ვაქცინა არაა, ფაიზერის ვაქცინა შემოვა.

ირკვევა ისიც, რომ ქვეყანას მთავარ რისკ ჯგუფში მყოფი მოქალაქეების ასაცრელად სამ მილიონ დოზაზე მეტი პრეპარატი სჭირდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პირობას დებს, რომ მედიკოსთა ასაცრელად ვაქცინის მობილიზებას ქვეყანა შეძლებს, თუმცა შემდეგ ეტაპზე არსებობს მხოლოდ იმედი, რომ ვაქცინას სხვა მწარმოებლებიც მასობრივად შექმნიან. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ სამ მილიონზე მეტი მედიკამენტის მიღებას საქართველო ვერ შეძლებს. მიზეზი კი რამდენიმეა - ხელისუფლებამ პირველ რიგში დააგვიანა ჯერ განაცხადის გაკეთება, შემდეგ გეგმის შემუშავება და ეს გეგმა სრულყოფილი ახლაც არ არის. მასში გაწერილი არ აქვთ ის უმთავრესი დეტალები, რაც ვაქცინის შემოტანამდე აუცილებელია. ქვეყანა კი ვაქცინის არსებობის შემთხვევაში მის სწორად გამოყენებას ვერ შეძლებს.  

რა ელით ვირუსისა და პანდემიის მესამე ტალღის პირისპირ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ როცა მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მათ შორის აზერბაიჯანმა და მოლდოვამ უკვე დაიწყო მოსახლეობის ვაქცინაცია, უცნობია. დღეს წარმოდგენილი გეგმა კი , რაც უმთავრესია კოვაქსისთვის რომ ქვეყანას თანხმობა მისცეს ვაქცინის გაცემაზე, პლატფრომაზე უკეთეს შემთხვევაში ორ კვირაში მოხვდება.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რადგან ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოები - აღეწერათ რისკ ჯგუფები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, არც კი დაწყებულა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი