დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  2 973 გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 494 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 68 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი