ვაქცინის არათანაბარი გადანაწილების გამო მსოფლიო მორალური ჩავარდნის ზღვარზეა – გებრესიუსი

გამოქვეყნდა:

"კორონავირუსის ვაქცინის თანაბარი განაწილების თვალსაზრისით მსოფლიო კატასტროფული მორალური ჩავარდნის ზღვარზეა" – ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრესიუსი.

გებრესიუსის თქმით,  მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობა ვაქცინის გარეშე რჩება, რადგან მდიდარი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები ვაქცინის მწარმოებლებთან გარიგებებს აწარმოებენ.

"მსგავსი ქმედებები პანდემიას მხოლოდ გააგრძელებს, ვაქცინის ფასებს მაღლა სწევს ყველასთვის და ყველაზე ღარიბი ქვეყნები ვაქცინას ვეღარ მიიღებენ" – ამბობს გებრესიუსი

გებრესიუსის თქმით, 39 მილიონი დოზა ვაქცინებისა, 49 ყველაზე მდიდარ ქვეყანას გადაუნაწილდა და მხოლოდ 25 მილიონი ერგო ღარიბ ქვეყნებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი