მცხეთის სასამართლოში იკითხება მოწმე, რომელმაც შაქარაშვილი სიკვდილამდე, ბოლომ დაინახა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

მოწმეებს შორის, ვახტანგ ახვლედიანი და ორი ექსპერტ–კრიმინალისტი არიან. 

პროკურატურის განმარტებით, ვახტანგ ახვლედიანი არის მოწმე, რომელმაც გური ამირხანაშვილთან ერთად, გიორგი შაქარაშვილი ტრაგიკულ ღამეს, ბოლოს ნახა.

"ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ერთად გარბიან და ახვლედიანის შემალვის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილი აგრძელებს მოძრაობას, რის შემდგომაც მას მისდევს სამი ადამიანი, ის გარემოებების რაზეც ვახტანგ ახვლედიანი საუბრობს, პირდაპირ შემხებლობაშია უშუალოდ მკვლელობის საქმესთან და იმ პირების ბრალეულობასთან, რომლებიც არიან მკვლელობის ბრალდებით წარმოდგენილი სასამართლოში" – ამბობს პროკურორი დავით ყაზარაშვილი

ბრალდების მხარის თქმით, მოწმემ ხიდის ქვეშ ჩასული, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების სილუეტების დაინახა, რომელთა აღნაგობის აღწერა სასამართლოს სხდომაზე შეძლო. 

ახვლედიანის ადვოკატის თქმით, ის იმ ჩვენებებს დაადასტურებს, რომლებიც  სასამართლოს უკვე მისცა. ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ ვახტანგ ახვლედიანი ცრუ მოწმეა და მის ჩვენებას ფასი არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი