ნათლისღება იქნება ერთერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანს გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში - მეუფე დანიელი

გამოქვეყნდა:

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის განცხადებით, სოწრედ ნათლისღების დღე იქნება ერთ ერთი უთავრესი, რომელიც კორონავირუსისი პანდემიის დამარცხებაში გარდატეხის როლს შეიტანს. ამის შესახებ მან სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებაზე ისაუბრა.

"დღეს, როდესაც კაცობრიობა დგას თავის ისტორიაში ერთ-ერთი, მართლაც, არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც ერთბაშად მოედო მთელ მსოფლიოს, სწორედ ნათლისღების საიდუმლო, დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანს გარდატეხას აი, ამ პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის, მთელი მსოფლიოს ამ სნეულებისაგან გათავისუფლებაში, ამ სნეულების დაძლევაში.

ამიტომ, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, მხნედ იყავით, განძლიერდით და ესევდით უფალსა, "რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი". გვწამდეს იგი და იგი ყოველთვის მოგვანიჭებს გამარჯვებას, მთავარია, არ შეირყეს ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული.

სწორედ აი, ამისთვის არის განსაცდელი. ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანს სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით რწმენა შეურყიოს. თუ რწმენა შეირყა, მაშინ ადვილია ადამიანის დამარცხება, მაგრამ თუ რწმენა არ შეირყევა, იმედი არ დაგვეკარგება და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ძლიერი გვექნება, ვერავითარი ბოროტება ვერ დაგვამარცხებს", - თქვა მეუფე დანიელმა.

მიტროპოლიტის თქმით, "ნათლისღება ქრისტესი ეს არის სამყაროს განათლება, სამყაროს ბუნების განახლება". 

შეგახსენებთ, რომ მეუფე დანიელი წირვას სამების საკათედრო ტაძარში ესწრებოდა, რომელიც პატრიარქმა აღავლინდა. დღესვე შესრულდა სამების ეზოში წყალკურთხევის რიტუალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი