ქუთაისში, ერთერთ მეტალურგიულ ქარხანაში თანამშრომელი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა "ამბიკონ სტილს"-ში თანამშრომელი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული, 50 წლამდე კაცი სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ მოხდა. გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ მეტალურგიულ ქარხანაში, თუმცა იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების წესები არ საუბრობენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი