სპეცოპერაცია ქარელში - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ფოთში მომხდარი სასტიკი კვლელობსითვის ძებნილი პირი დააკავეს. მკვლელობა 2020 წლის 2 ივლისს მოხდა, რა დროსაც 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა ახლობლის პანაშვიდიდან გაიტაცეს, სასიკვდილოდ სცემეს და ნაგავსაყრელზე დატოვეს.
სოფელი საღოლაშენი სწორედ ის ადგილია, სადაც 8 თვის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ზაზა გვასალია დააკავეს. დაკავებული ქარელის პოლიციაშია გადაყვანილი.
"გზაჯვარედინია, დამაკავშირებელი გზაა, წუხელის, კომენდანტის საათის დროს და დეტალურად რა იყო არ ვიცი, კომენდატის საათი იყო და გარეთ არავინ ყოფილა", ამბობს საკრებულოს წევრი, კობა ნახუცრიშვილი.
ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ, რადგან სპეცოპერაცია კომენდატის საათის დროს ჩატარდა. მათ არ იციან, რა უნდოდა ძებნილს ამ სოფლეში.
გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ვაჟა ტყებუჩავას მოკვლის ბრძანება ე.წ. კანონიერმა ქურდმა, ბონდო ბაირამიდმა გასცა. ოჯახი ამბობს, რომ დანაშაულში 7-9 პირი მონაწილეობდა, დაკავებული კი ამ დროისთვის მხოლოდ ხუთია.
"ამას ყველაფერს ქანთარია ხელმძღვანელბდა ისე სადისტურად, გინებით. ჩააგდეს მანქანაში და წაიყვანეს, მერე ჩვენ ვეძებდით 3 საათი, არ ვიცოდით, სკოლაში მიუყვაიათ, ხუთია დაჭერილი, კიდევ ორია დასაჭერი, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ესენი ყველანი უნდა დაისაჯონ", - ამბობს გარდაცვლილის მამა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.