ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულ თითოეულ ნაგვის ურნაში დედაქალაქის მერმა 31 000 ლარი გადაიხადა – მერის ამ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორად აფასებენ და ამბობენ, რომ ამის ფუფუნება საქართველოს არ აქვს.
"არ არის მიზანშეწონილი და უაზროდ იხარჯება ფული... არ უნდა დახარჯოს, ხალხს უჭირს ..." , – ამბობენ მოქალაქეები
მოქალაქეები ამბობენ, რომ ნაგვის ურნები არ არის კომფორტული და ვერ იყენებენ.
ოპოზიციაში სიცრუედ აფასებენ, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის და ამჟამად "ქართული ოცნების" დეპუტატის მაია ბითაძის განცხადებას, რომ ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებულ ნაგვის ურნებზე ამბობს, რომ "სმარტ ურნებია"
"ეს ნაგვის ურნები იყო კახი კალაძის ახირება და ამ ახირების გულისთვის, ბიუჯეტიდან დავხარჯეთ ძალიან დიდი თანხები, გამოდის, რომ ქალბატონი ბითაძე გვატყუებს, ხოლო იმ ურნებს რაც ჭავჭავაძეზე განათავსეს, კეთილი მიზნებისთვის, რომ შემდეგ უკვე გამოვიყენოთ დენში და გაზში, ვერ ვიყენებთ," – ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე
გადავსებული ნაგვის ურნები ჭავჭავაძეზე - კახა კალაძე ისევ ნეპოტიზმით ხელმძღვანელობს