სმარტ ურნებია, შეუძლიათ ამოიცნონ ვინ ყრის ნაგავს - ბითაძე ჭავჭავაძის ნაგვის ურნებზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად "ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტში, მაია ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებულ ნაგვის ურნებზე ამბობს, რომ "სმარტ ურნებია" და მოსახლეობის შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვის შემთხვევაში ისინი ამოიცნობენ ვინ ყრის ნაგავს. ამ თემაზე მან BMG-სთან ისაუბრა.

"ეს ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს, ე.წ. სმარტ ურნებია, ასე ვთქვათ, აქვთ უნარი, ტექნოლოგიურად ამოიცნონ, ვინ ყრის ნარჩენს, მაგრამ ამისთვის მოსახლეობაც შესაბამისი ტექნოლოგიებით უნდა აღვჭურვოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში აქ ამონაგები აქ იმდენად დიდია, ერთი ის, რომ გარემო არ არის დაბინძურებული,  მეორე ყველა ნარჩენისგან, ერთად გადაყრილი ნარჩენისგან შეგვიძლია ენერგია მივიღოთ, გაზი მივიღოთ, ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო სეპარირებული ნარჩენისგან ახალი პროდუქტი მივიღოთ. ხარჯი ნარჩენების პოლიგონის მართვის არის ძალიან დიდია, ავტოტრანსპორტის ხარჯი, რომელიც ყოველდღიურად დადის და აგროვებს ნარჩენებს, არის ძალიან დიდია. ეს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ჩამოყალიბებული, ერთი, რომ არის ეკონომიური და მეორე, არის ეკოლოგიურად ძალიან მომგებიანი", - თქვა მაია ბითაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამზირზე ახალი ნაგვის ურნებიც დაამონტაჟეს, თითო ურნის ფასი 31 000 ლარს უტოლდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი