საყოფაცხოვრებო ნარჩენების გროვა დედაქალაქის 15 მილიონ ლარად რეაბილიტირებულ გამზირზე არაერთხელ შეუნიშნავთ. მიზეზი ერთია - ძვირადღირებული მცირე ზომის ურნები, რომელიც კახი კალაძემ გამზირზე ჩააბეტონა. თითო ურნაში 31 ათასი ლარი გადაიხადა და ჯამში 3 მილიონ 200 ათასი ლარი დახარჯა. ძვირადღირებული კონტრაქტი კი "ქართული ოცნების" შემწირველ, ლევან გოგსაძეს გაუფორმა.
"ეს ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს, ე.წ. სმარტ ურნებია, ასე ვთქვათ, აქვთ უნარი, ტექნოლოგიურად ამოიცნონ, ვინ ყრის ნარჩენს", - ამბობს "ოცნების" დეპუტატი, მაია ბითაძე.
რეალურად, ურნას ნამდვილად არ აქვს ადამიანების ამოცნობის უნარი. შესაძლოა, მაია ბითაძემ სხვა რამ იგულისხმა, მაგრამ ასეც რომ იყოს და საუბარი ნარჩენების დახარისხებას ეხებოდეს, მაინც გაუგებარია, როგორ მოხერხდება ერთ ურნაში მოთავსებული ყველა ტიპის ნარჩენის დახარისხება, გადამუშავება, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისის ინფრასტრუქტურა. მერის ყოფილი მოადგილე და ახლა უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატი მაინც ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ამ გზით საქართველო გაზსა და ელექტროენერგიიას გამოიმუშავებს და რომ მერიის მოტივაცია ურნების შეძენის დროს სწორედ ეს იყო.
ჭავჭავაძის გამზირის ნაგვის ურნები შესაძლოა დიდი კორუფციიის ნაწილი იყოს - ამბობენ მმართველი გუნდის ოპონენეტები. დიდი ხანია სწავლობენ ურნების შემომტანი კომპანიისა და მერიის კავშირებს. ამბობენ, რომ როგორც წესი, ჯი თი მოტორსთან მერია ე.წ ერთ პირთან მოლაპარაკების გზას მიმართავს. ალბათ ეს გასაკვირი არაა, რადგან ჯი თუ გრუპის დირექტორი, ლევან გოგსაძე, "ქართული ოცნების დეპუტატის", ბექა ოდიშარიას ქვისლია და ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის ძმა.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებას ებრძვის და ხშირად ყოველდღიურ ულუფას სწორედ ნაგვის ურნაში ეძებს, კახი კალაძემ გადაწყვიტა, ხალხის დახმარების ნაცვლად, 3 მილიონიანი ნაგვის ურნები შეეძინა; კორუფციული სქემით ჯიბე ფულით, დედაქალაქის ქუჩები კი - ნაგვით აევსო.