ვანიშვილების ოჯახში ე.წ. მილიციისა და სასწრაფოს მობილიზების მიზეზი დათას შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის მიერ წამლების დალევა გახდა - სავარაუდოდ, თავის მოწამვლის მიზნით.
"ცუდად გახდა, წამლები დალია, მოვიდა სასწრაფო და მიჰყავთ", - ამბობს ვალია ვანიშვილი.
მისივე თქმით, შვილიშვილის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ოკუპანტებმა მალხაზი და მისი მეუღლე ერთმანეთს იძულებით დააშორეს.
9 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, მეუღლე კი ოკუპანტების. მათ მავთულხლართები ჰყოფთ და ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ.