ვანიშვილების ოჯახში, ამ წუთებში, რუსი ოკუპანტები, დე ფაქტო ცხინვალის მილიციის თანამშრომლები და სასწრაფოა მობილიზებული. მიზეზი მალხაზ ვანიშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაა. მამაკაცმა ცოტა ხნის წინ გონება დაკარგა. როგორც "მთავარს" დავით ვანიშვილის მეუღლემ, ვალია ვანიშვილმა განუცხადა, მისი შვილიშვილის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ოკუპანტებმა მალხაზი და მისი მეუღლე ერთმანეთს იძულებით დააშორეს.
9 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, მეუღლე კი ოკუპანტების. მათ მავთულხლართები ჰყოფთ და ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ. ვალია ვანიშვილის თქმით, შვილიშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სასწრაფოს მისი გადაყვანა ცხინვალის საავადმყოფოში აქვთ დაგეგმილი.