60 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს სმენის პრობლემა ჰქონდა. უბედური შემთხვევის დროს კი თან არ ატარებდა სპეციალურ აპარატს.
ამიტომაც სავარაუდოდ მან სატვირთო მატარებლის ხმოვანი სიგნალი ვერ გაიგო. საქმეზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.