დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 20 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 987 გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 792 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 249 934
  • გამოჯანმრთელებულია - 236 922
  • გარდაცვლილია - 2 987
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6 122, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2 697, PCR ტესტით -  3 425
  • კარანტინის რეჟიმში - 478
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 576
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 543

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 69 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი