მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - შემთხვევა რუსთავში

გამოქვეყნდა:

რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა - 12 წლის მოზარდი, რომელიც საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა, რეანიმაციაშია.

შემთხვევა რუსთავში გუშინ ღამით მოხდა. მოზარდი ჯერ რუსთავის კლინიკაში, შემდეგ კი  იაშვილის საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით მოათავსეს.

ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით მოზარდი  აივანზე იდგა, ის მოულოდნელად ცუდად გახდა და გადმოვარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი