მარნეულში ჯართის ჩამბარებელი პუნქტი დააყაჩაღეს და პერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული თავადსმხა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში - 10-მდე პირი კომენდანტის საათის დროს ჯართის ჩამაბარებელ პუნტქში შეიჭრა და პეროსნალს ფიზიკურად გაუსოწრდნენ. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავმდამსხელებმა ყარაულებს წაართვეს ფული, შედეგ ნაცემი თანაშრომლები გამოკეტეს ოთახში და საყარაულო პუნქტს ცეცხლი წაუკიდეს. 

ორივე დაზარალებული ამ დროისთვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაზარალებულები ჯიხურიდან დილით, ხმაურის შემდეგ იპოვეს.

"დილით ვნახეთ, რომ ჯიხური გადამწვარი იყო, ამ ადგილზე დაზარალებულები ღამეს ათენებდნენ, როგორც ყვებიან მათ ათამდე ადამიანი გაუსწორდათ. წაართვეს თანხა, შემდეგ მიმდებარედ სხვა ჯიხურში ჩაკეტეს და მათი საცხოვრებელ ჯიცხურს ცეცხლი წაუკიდეს, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, თავდამსხმელებს შორის გოგოც იყო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი