საპატიმროებში არაადამიანური მოპყრობის შესახებ უკვე პატიმრების ოჯახებიც საუბრობენ. გლდანის N8 დაწესებულების, მსჯავრცებული უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართა.
დაკავებულის და, ირინა სუბელიანი "მთავარს" უყვება, რომ მსჯავრდებულს ოპერაციის გამო, უკვე 5 წელია სხეულზე ღია ჭრილობები აქვს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დახმარების ნაცვლად ის საკანში გამოკეტა.
"ვერ მივაღწიე იმას, რომ დასკვნა, რის გამო არ ხორცდება, ან რა ხდება. ხან რა გადაყლაპა, რომ ყურადღება მიაქციონ, დეპარტამენტის უფროს, რატომ არ უნდა შევიდეს პატიმართა, როცა მას ასეთი მდგომარეობა აქვს და შიმშილობს.... არაფრის უფლება არ აქვს, არც ექიმი მიდის, დღეს თვითონ თავისი თანხებით მოატანინა: ბინტიი.., რომ დაემუშავებინა ჭრილობა", - ამობს ირინა სუბელიანი.