დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 998 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 179 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 97 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 69 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი