ფარული აუდიო-ვიდეომასალები დაცვის მხარისთვის - ადვოკატები კონსტიტუციურ დარღვევებზე ალაპარაკდნენ

გამოქვეყნდა:

თუკი ის აუდიო და ვიდეომსალები, რასაც კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა დაცვის მხარეს გადასცემს, ბრალდებამდეა ჩაწერილი, ადვოკატები კონსტიტუციურ დარღვევას ხედავენ. 

დღეს გადასაცემ ფარულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირია დასახელებული - ამას არც პროკურატურა უარყოფს. 

საგამოძიებო უწყებას სურს დაამტკიცოს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების მითითების მიხედვით მოქმედებდნენ. 

მე არ მგონია, რომ საქმეში რაიმე ისეთი იქნება, რაც ძირეულად შეცვლის მას. შესაძლოა, იყოს დასახელებული რამდენიმე ზემდგომი პირი, ყოველ შემთხვევაში, მაქვს მოლოდინი, რომ ეს ფრაზა, "ბრალის დაზუსტება", უფრო მეტად იქნება დაკონკრეტებული", - აცხადებს ნესტან ლონდარიძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი.  

შეგახსენებთ, კარტოგრაფები ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დააკავეს და ბრალად დასდეს სადელიმიტაციო კომისიაში მუშაობის დროს ქვეყნის საზიანოდ მოქმედება. კარტოგრაფები ბრალს არ აღიარებენ, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ კარტოგრაფები პოლიტპატიმრები არიან, ხოლო მთი დაკავების მიზანი წინა ხელისუფლების კვალზე გასვლა იყო. რუსთავისა და გლდანის ციხესთან სამოქალაქო აქტივისტები პერიოდულად მართავენ დაკავებულთა მხარდამჭერ აქციებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი