ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ. სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღებას ისინი 12 წლის განმავლობაში ელოდნენ. იძულებით გადაადგილებული პირების დიდი ნაწილი ამ დრომდე იმ რეგიონში ცხოვრობს, სადაც ოკუპანტები ისევ უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ საკუთარი სახლებიდან და ბაღებიდან იტაცებენ, აპატიმრებენ და კლავენ. დღეს ისინი "მთავართან" 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებენ.
"სამაჩაბლოში სულ ომი იყო, ჩემი მეუღლე ან ვინმე, რომ გავიდოდა სახლიდან გარეთ სულ გვეშინოდა, იმიტომ, რომ რუსის ბრმა ტყვია მოხვდებოდა და მოკლავდა. აუცილებლად უნდა გამტყუნებულიყო რუსეთი და გამტყუნდა, უნდა აგოს რუსეთმა პასუხი იმის გულისთვის, რაც გაუკეთა საქართველოს.... ძალიან ცუდი მოგონებებია და ძალიან მწარე", - ამბობს ერთერთი დევნილი
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას - ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სოფელ ხულვარეთის იმ ნაწილში,რომელიც 2012 წლიდან ოკუპანტების მიერ არის ოკუპირებული, სადაც ვანიშვილების ოჯახი ცხოვრობს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ბარიერებიდან გამომდინარე ორი დღის წინ მალხაზ ვანიშვილმა სუიციდი სცადა. რუსმა ოკუპანტებმა მასზე ზეწოლა მოახდინეს და აიძულეს, რომ მას ოსურად საქართველო შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოეხსენებინა, მას ვიდეო გადაუღეს და ჩვენი ინფორმაციით, ამ ვიდეოს გავრცელებას უახლოეს მომავალში აპირებენ.
მალხაზ ვანიშივლი ითხოვს დახმარებას და სურს, რომ გადმოვიდეს ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე.
"ვიდეო გადამიღეს ოსებმა, სანამ თავს მოვიწამლავდი, მინდორში გადამიღეს. უარი თქვი საქართველოზეო და თან ოსურად ქართველებს დედა შეაგინეო. შვიგინე, სხვა გზა არ მქონდა. ჩემი თავი ენაცვალოს საქართველოს, იძულებული ვიყავი, სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს მალხაზ ვანიშვილი
აქვე გეტყვით, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში, თავდაპირველად, სარჩელი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საბოლოო ფორმით ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვალს წარედგინა.
საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება: