სამოქალაქო აქტივისტები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ენგურის ხიდზე შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები ენგურის ხიდზე დროშებით და ტრანსფარანტებით იკრიბებიან ისინი ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საოკუპაციო ხაზთან აღნიშნავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის წინააღმდეგ 12 წლიანი დავის გამარჯვებით დასრულება ოკუპაციის ზოლზე სიმბოლურია. 

"ჩვენ ადამიანები, ვისაც გვჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და იქნება თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო. მოვედით აქ საოკუპაციო ხაზთან, რომ მთელ მსოფლიოს ვუთხრათ - აფხაზეთი და სამაჩაბლო არის არის საქართველო", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე 

აქვე გეტყვით, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა.  

შეგახსენებთ, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში, თავდაპირველად, სარჩელი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საბოლოო ფორმით ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვალს წარედგინა.

საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის  დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება:

  • სიცოცხლის უფლებას;
  • წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას;
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას;
  • საკუთრების დაცვის უფლებას;
  • განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი