ეს არ არის სრული ჩანაწერი, ეს არის მონტაჟი - მშვენიერაძე კარტოგრაფების საქმის ჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

საზოგადოების მანიპულირება და შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებ კარტოგრაფების საქმის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე შოთაძის პროკურატურის მიერ, დღეს გასაჯაროებულ ფარულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს.

მშვენიერაძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ დაცვის მხარეს ხელი შეუშალა საკუთარი ფუნქციის განხორციელებაში იმ კუთხით რომ ჩანაწერები მათთვის არ გადაუცია. გარდა ამისა, მშვენიერაძე ამბობს, ორ მასალა მონტაჟია და ის, რაც გასაჯაროვდა სრულ ვერსია არ არის:

ეს ჩანაწერი არ არის სრული ვერსია, ეს არის მონტაჟის შედეგი. მნიშვნელოვანია რომ პროკურატურას ეს მტკიცებულება ჰქონდა მოპოვებული პირის დაკავებამდე და ისე დაასრულა გამოძიება, რომ ჩვენ მხარეს ეს მტკიცებულება არ გადასცა, რითაც დაბრკოლებები შექმნა დაცვის უფლების ეფექტიანად განსახორციელებლად" ამბობს მშვენიერაძე

​ისინი დღეს მანიპულაციურად ცდილობენ წარმოაჩინონ დამახინჯებული შინაარსი და გადასცენ საზოგადებას თითქოს ეს არის სკანდალი, რომლითაც დასრულდება, რომ ივერი მელაშვილმა თითქოსდა აღიარა მისი დანაშული." ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

მისივე თქმით, ჩანაწერში ჩანს, რომ მიქელაძე ივერი მელაშვილთან ერთად, გამოკითხვის შემდგ გარკვეულ საკითხებს აზუსტებს და არ რჩება შთაბეჭდილება, რომ კითხვებს მიზანმიმართულად სვამს.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის თქმით სასაცილოა ის 23 წამიანი აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატრამ დღეს გამოაქვეყნა და საიდანც საერთოდ ვერაფერს ვიგებთ.

ივერი მელაშვილის კაბინეტში დამონტაჟებული კამერით ჩაწერილი საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ მიქელაძესა და დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარეს, ამჟამად ბრალდებულ ივერი მელაშვილს შორის პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი