ვაქცინაციის გეგმა - ვინ და როდის აიცრება

გამოქვეყნდა:

ქვეყანა თითქმის სამი კვირის განმავლობაში ელოდებოდა გეგმას, რომლის მიხედვითაც კოვიდ 19-ზე მოსახლეობის აცრა უნდა ჩატარდეს.

ეროვნული სტრატეგია დღეს გამოქვეყნდა, თუმცა ბუნდოვანება რომელიც ამ საკითხის ირგვლივ საკმაოდ დიდი იყო ისევ უცვლელია. სტრატეგიულ გეგმაში არაფერია ნათქვამი კონკრეტულად როდის დაიწყება ვაქცინაცია და რომელი მედიკამენტით აგვცრიან ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს.

გეგმა რომელიც 2021 წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს ასეთია. წლის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა აიცრას, ეროვნული სტრატეგიის მიხედვით პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ეს იქნება მათი მხოლოდ 65% რაც საერთო ჯამში 46 420 ადამიანს მოიცავს.

შემდეგი კატეგორია ვინც ვაქცინაციის გადაუდებელ აუცილებლობას ექვემდებარება მოწყვლადი ჯგუფებია, განსაკუთრებით კი ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარები არიან, აქაც მოხდება დიფერენციაცია და წლის ბოლომდე 1560 ბენეფიციარი უნდა აიცრას, რაც საერთო რაოდენობის 60 პროცენტია.

ვაქცინაციის შემდგომი სამი კატეგორია უკვე ხანდაზმულებს ეხებათ. წლის ბოლომდე 75 წლის ზევით  მოქალაქეების 60 პროცენტის ვაქცინაცია უნდა მოხდეს,  რაც 130 ათას ადამიანზე ცოტა მეტია, შემდეგ კი უკვე მოდის საპენსიო ასაკის მოქალაქეები, ანუ 65-დან 74 წლის ჩათვლით მოქალაქეები. 

გეგმა ერთი შეხედვით საკმაოდ საინტერესოა, თუმცა მთავარი შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელია, ერთადერთი რაც ვიცით ის არის რომ  ქვეყანა მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.

სტრატეგიულ გეგმაში საუბარია თანხაზეც. ქვეყანას ვაქცინაციის პირველი ეტაპი ანუ მოსახლეობის 60%-ის  აცრა 64 მილიონზე მეტი უჯდება. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ჯერ უცნობია რომელი ვაქცინა შემოვა და რა იქნება მისის ღირებულება წინასწარ დაითვალეს მაქსიმალური თანხაც რომელიც 158 მილიონ ლარზე მეტია.

ფურცელზე სტრატეგია მეტნაკლებად გაწერილია, ახლა დაველოდოთ, მთავარია არ დარჩეს ეს გეგმა მხოლოდ 16 გვერდიან უბრალო დოკუმენტად. რომელზეც ქართული ოცნების მთავრობა რამდენიმე თვეა მუშაობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი