თბილისში პატრული უსახლკარო ადამიანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო აჯარიმებს - ინფორმაცია „გირჩი ტვ-ის“ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში, პირდაპირი ეთერის რეჟიმში ავრცელებს.
როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, უსახლკარომ ცოტა ხნით ადრე, 1 ლარი, პურის საყიდლად მას სთხოვა, თუმცა ამის მიუხედავად, პატრული მას 2 ათას ლარიანი ჯარიმას უწერს.
არც სახლი მაქვს, არც კარი, 2000 ლარი საიდან უნდა გადავიხადო, ქუჩაში დავდივარ და ვათენებ - ამბობს გიორგი გველესიანი.
როგორც ირკვევა, ჯარიმა გველესიანს გუშინაც დაუწერეს.