თელავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ქალი მოკლეს, კაცი კი დაჭრეს - შემთხვევა კომენდანტის საათის დროს ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. 

მკვლელობას წინ სავარაუდოდ სამ პირს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა კონლფლიქტის მონაწილე პირებს, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში, მას მუცლისა და გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობები.

დაზარალებულს ჭრილობები ცივი იარაღით, მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. 

გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი