მას შემდეგ, რაც საქმეზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ სცნო, მომდევნო ეტაპი უკვე 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინდივიდუალურ საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება იქნება. მათ უფლებებს სტრასბურგის სასართლოში "ადამიანის უფლებათა ცენტრი'' იცავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლომ უკვე დაადასტურა იმ მუხლების დარღვევა, რაზეც დაზარალებული პირებიც დაობენ, ეს კი აჩენს მოლოდინს, რომ გადაწყვეტილება მოსარჩელეებისთვის სასარგებლო იქნება.
"გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სახელმწიფოთაშორისო საჩივარს და დადგინდა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, დარღვევები უკვე არის დადასტურებული და ცხადია, ეს უშუალოდ მოახდენს პირდაპირ კავშირში იქნება სტრასბურგში შემდგომ გადაწყვეტილებაზე, როდესაც იდნივიდუალური საჩივრები იქნება განხილული დაზარალებულებს უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ანალოგიური გადაწყვეტილებები დადგება უშუალოდ მათ ინდივიდუალურ სარჩელებთან დაკავშირებით", - ამბობს, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები: