საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს, 22 იანვარს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა. 

უფრო ზუსტად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 3 022 გახდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 70 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი