დაპირისპირება მარნეულში, მიწის გამო - არასამთავრობოები ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში დღეს, 22 იანვარს მოსახლეობამ ტრაქტორი გამოიყვანა და სადავო მიწების დამუშავება დაიწყო. საუბარია სახნავ-სათეს, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რომლებზეც პრეტენზია რამდენიმე ჯგუფს აქვს. 

საუბარია მინდვრების ნანაწილზე, რომლებზეც, ბოლო დროს, პრეტენზიას ეკლესია აცხადებს - მოსახლეობა უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მიწით სარგებლობაში მათგან ქირასაც კი მოითხოვენ. სოფელ მეორე ქესალოში გუშინ ადგილობრივებს ხმაურიანი დაპირისპირება ჰქონდათ პოლიციასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომელსაც უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

კონფლიქტში ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევასა და სიტუაციის განმუხტვას მოითხოევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. დაპირისპირების ადგილას მობილიზებულიიყო პოლიციაც.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი