თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი მოწმე, მარიამ შარაშიძე ამბობს, რომ მას სამართალდამცავები ემუქრებიან და ცდილობენ ადვოკატის გარეშე დაკითხონ.
"მემუქრებიან იმითი, რომ ციხეში ჩაგსვამთო და სამუდამოდ იქ იქნებიო, თუ არ დამტკიცდა, რომ არ არის შენსა და თამარს შორის კონტაქტიო... მე ვუთხარი რომ ტელეფონში რაც გინდა ის წაშალეთ, მაგრამ ჩემს მეხსიერებას ვერ წაშლით, რაც ვიცი იმას ვიტყვი. არც მაგათი მეშინია და არც არავისი. მე ფიცი დავდე და არ გავჩერდები სანამ ჩემი მეგობრის სიმართლეს არ დავადგენ, დღეს უნდა წავსულიყავი მე ადვოკატის გარეშე, რომ მე იქ დავეკითხეთ, მაგრამ მე არ მსურს ადვოკატის გარეშე მივიდე და დავიკითხო" – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი მარი შარაშიძე
საქმის ადვოკატი, ამბობს, რომ შარაშიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ძალიან მნიშნველოვან ინფორმაციას ფლობს და ბაჩალიაშვილის საქმე უნდა გაიხსნას.
"აქ უკვე კითხვის ნიშნები კი არ ჩნდება, აქ უკვე პირდაპირ მიზანმიმართულად, ორგანიზებულად მოქმედებს, საგამოძიებო ორგანო, არა გამოსაძიებლად. მე მარიამთან მქონდა საუბარი, ძალიან დიდი ინფორმაცია მომაწოდა. უნდა გაიხსნას და დაბრუნდეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება. ეს გოგო ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს." – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
ამავე თემაზე:
ახალი მოწმე და ახალი გამოძიება - ბაჩალიაშვილის საქმის გაგრძელება
360 გრადუსით შემოტრიალდება საქმე - ბაჩალიაშვილების ადვოკატების პასუხი პროკურატურას