მარნეულში აქცია 1 კვირით შეწყდა – დარგალმა მოსახლეობისგან დრო ითხოვა

გამოქვეყნდა:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში, მოსახლეობის მიერ სადავო მიწების ტრაქტორით დამუშავების გამო, ვითარების განსამუხტად, მოსახლეობასთან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოვიდნენ, მათ შორის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ზაურ დარგალი, რომელიც მოსახლეობას ტრაქტორის გაყვანისკენ მოუწოდებდა.

დარგალმა მოსახლეობისგან პრობლემის მოსაგვარებლად 1 კვირიანი ვადა ითხოვა, რასაც მოსახლეობა დაეთანხმა.

"ეს არის ეკონომიკის ბალანსზე არსებული მიწა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმდეს კანონიერი გზებით, თუ რა ფორმით შეიძლება ამ მიწის გამოყენება, ამაზეც მქონდა მე მოსახლეობათან საუბარი" – ამბობს მარნეული–გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ზაურ დარგალი

"ამ წუთას ირღვევა კანონი, არ არის გარკვეული ამ მიწის მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა და ქმედება, რომელსაც მოსახლეობა ახორციელებს არის უკანონო" – ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე

ადგილობრივი აზერბაიჯანელები ეთნიკურ დევნაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიწები მათაც ეკუთვნით. 

"ერთი უწყება არ დარჩა, რომ არ დაერეკათ და დამემუქრნენ რომ ტრაქტორი მიწის ნაკვეთიდან გამეყვანა, მერე მამაჩემს დაურეკეს, მამას გული აწუხებს და ამიტომ დავთანხმდი ტრაქტორი გამოვიყვანე, ჩვენ არაფრის გვეშინია. რადგან აზერბაიჯანელები ვართ მიწები არ გვეკუთვნის? მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი" – ამბობენ ადგილობრივები

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC–ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ადგილობრივებს მიწებზე წვდომა არ აქვთ, ხოლო მოსახლეობას მიწის დამუშავების საშუალებას ადგილობრივი სასულიერო პირი არ აძლევს.

"ადგილობრივი სასულიერო პირი მოსახლეობას უთითებს, რომ ეს მიწის ნაკვეთები მისია და მათ მისი დამუშავების უფლება არ აქვთ, ან არენდა უნდა გადაუხადონ, თუმცა შესწავლით ირკვევა, რომ ეს მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაშია" – ამბობს თამთა მიქელაძე

დაპირისპირება მარნეულში, მიწის გამო - არასამთავრობოები ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი