"ტურისტებს კონსერვები ვაჭამოთ?" - უკმაყოფილო ბიზნესმენები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბიზნეს ასოციაციები, რომლებიც პირველი თებერვლიდან გახსნას ელოდნენ - ახლა ნაწილობრივი შეზღუდვების მოხსნის გამო უკმაყოფილოები არიან და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება არარაციონალურია და ამბობენ, რომ მათ არაერთხელ შესთავაზეს ხელისუფლებას რეკომენდაცია, თუმცა, უშედეგოდ. 

ბიზნესმენების თქმითვე, ნაწილობრივი შემსუბუქების მიუხედავად ბიზნესი კვლავ რთული გამოწვევების და კრიზის წინაშეა. 

"ათი ათასზე მეტი რესტორანი არის ფიქსირებული საქსტატში და 95% არის მკვდარი. გადარჩენაზე ამაზე ლაპარაკი არ არის. იმ 5%-ის გადარჩენა კიდევ შესაძლებელია. ტურიზმი, რომ აღდგება რა უნდა აჩვენონ? - მარტო ჯვარი... დანარჩენი რა კონსერვები ვაჭამოთ? ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რომ პირისპირ მოვახსენოთ ის ფორმულა, რა ფორმულითაც მთელი მსოფლიოს ქვეყნები, სახელმწიფოები მუშაობენ", - ამბობს "რესტორატორტა ასოციაციის" დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე

"არანაირი გეგმა არ აქვს ქვეყანას, როგორ აღადგინოს ტურიზმი. ვითხოვთ მხოლოდ ნებას, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება ჩვენ ჩვენ პარტნიორებთან ვიმუშაოთ, რომ ქვეყანაში ტურისტები ჩამოვიყვანოთ. 60% ობიექტების გასაყიდად არის გამოტანილი და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ვალდებულება საბანკო, რომელსაც ვერ იხდიან და ამის გარდა უკვე, თებერვლის არ გახსნის  პირობებში თითქმის ძალიან ბევრი ობიექტები გახდება გასაყიდად გამოტანილი" - თქვა, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა 

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება თებერვლიდან - სრულად.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი