საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილი მოხსნას, თუმცა, ესეც "წერტილოვნად" და არა სრულად. შეზღუდვების დიდი ნაწილი პირველი თებერვლის შემდეგ ისევ ძალაში რჩება.

რაც შეეხება შემსუბუქების "წერტილოვნებას" მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა შეზღუდვა სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს იხსნება - უფრო კონკრეტულად:

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, პირველი თენერვლიდან მხოლოდ სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობა აღდგება - არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპროტი, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ისევ დახურული რჩება. მთავრობა აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქებას 1-ლი მარტიდან განიხილავს. 

რაც შეეხება სხვა დიდ 5 ქალაქს - ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, პირველი თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სკოლები და სავაჭრო დაწესებულებები.

  • თუმცა, თებერვლაში, შაბათ-კვირას, მობილობის შესამცირებალდ, ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიც.ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში.

მთავრობამ გამონაკლისის სახით გამოყო აჭარის რეგიონი, სადაც, როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა ეპიდემიოლოგიური ვითარება დამაკმაყოფილებელია, 7 დღის მიხედვით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი კი 4%-ს ჩამოცდა. ამიტომ აჭარაში კვების ობიექტები პირველი თებერვლიდან შეძლებენ მომხმარებლების ღია სივრცეში მიღებას. 

  • სხვა არცერთ რეგიონში კვების ობიექტებისთვის და რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვა არ შემსუბუქდება. ისინი მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით გააგრძელებენ.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

მთავრობამ ამ შემსუბუქების პარალელურად დაადგინა ტესტირების ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა პერიოდულობით უნდა გაიტესტონ ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტის თანმშრომლები სადაც ჯამში 30-ზე მეტი პირი მუშაობს, კვების ობიექტების თანამშრომლები, სკოლების ხასნის შემდეგ მასწავლებლები.

მთავორბის გადაწყვეტილებიტ, ბიზნესს პირველ მარტამდე საშუალება ექნება საკუთარი თანამშრომლები უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯით გატესტოს. ამისთვის ისინი უკვე დღეიდან შესაბამის პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.

პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა იხსნება, ფრენების სიხშირეს კი თავად ავიაკომპანიები დაადგენენ.

შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება: 

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მუდმივად შეაფასებენ და შემდგომ გადაწყვეტილებებსაც შემსუბუქებასთან დაკავშირებით ამის შესაბამისად მიიღებენ. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 636 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: სალომე ჩიკვილაძე.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი