გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმე - რას და რატომ მალავს სუს-ი

გამოქვეყნდა:

ერთადერთი კითხვა დღეს ვასამბეკ ბოკოვმა ნიკა გვარამიას დაუსვა. გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულს  აინტერესებდა როგორ და რა წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს მთავარი არხის გენერალური დირექტორი,რომ  ის კადიროვის ბრძანებას ასრულებდა.  როგორც ჩანს ბოკოვს, ჩეჩნეთის ლიდერისა და ვლადიმერ პუტინის ბევრჯერ ხსენება არ ესიამოვნა. ეს იყო დღევანდელ სხდომაზე  ერთადერთი მომენტია,როდესაც იქ მყოფებმა ბოკოვის ხმა გავიგეთ. 

ნიკა გვარამიას წყაროს სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა პროცესზე რამდენჯერმე განმარტა რომ უკრაინული სპეცსამსახურებიდან მიღებული ინფორმაცია ზუსტია ახლაც და სიმართლე იყო მაშინაც, როდესაც გასული წლის მარტის თვეში უთხრეს რომ ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმებოდა. 

მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა  სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია,რომ სუს-ს უკვე აქვს მტკიცებულებები იმის, რომ გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა და ამ საქმეში კვალი კრემლამდე მიდის. 

ვინ დაუკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობა - ამაზე ოფიციალურად საქმის მასალებში ჯერ არაფერი წერია, თუმცა სახელმწიფო უწყებების მიერ უკვე დადასტურებულია, რომ ჟურნალისტის ლიკვიდაცია ნამდვილად იგეგმებოდა.  

ვასამბეკ ბოკოვის სახელით ცნობილი მაგომედ გუციევი კი ის პირია, ვინც გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდა და მასზე ინფორმაციას აგროვებდა. ვის უნდა განეხორციელებინა საკონტროლო გასროლა - დაზარალებული დარწმუნებულია, რომ დღეს მის პოტენციურ მკვლელს ჩახედა თვალებში. 

მთავარი არხის წამყვანი იმაშიც დარწმუნებულია, რომ მისი ლიკვიდაცია ვლადიმერ პუტინის შურისძიების ნაწილია იმ ეთერის გამო, სადაც მან ჯერ კიდევ სხვა არხზე მუშაობის დროს, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს უხამსი სიტყვებით მიმართა. მაშინ პუტინის კარის კაცი კადიროვი ჟურნალისტს დაემუქრა რომ შურს იძიებდა. საქართველოში ბოკოვი გამოგზავნეს და დავალებაც მისცეს. 
 

საქმის მასალებში მტკიცებულებად დევს ბოკოვის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც გიორგი გაბუნია და მისი დაცვის წევრები არიან. ამ და კიდევ უამრავ ინფორმაციას ბრალდებული სადღაც გზავნიდა. სად და ვისთან ეს ჯერჯერობით  სუს-ში არ უთქვამთ. 

ექსპერტები კი მისი ტექნიკური მოწყობილობებიდან იმ ინფორმაციის აღდგენას ცდილობენ, რომელიც ბრალდებულმა გადაგზავნის შემდეგ, დაკავებამდე წაშალა. თავად ბოკოვი კი ისევ კატეგორიულად ამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას. 

ბოკოვს ბრალად ადევნება, პირადი ცხოვრების შესახებ უკანონოდ ინფორმაციის შეგროვება და დოკუმენტების გაყალბება ედება. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით მისი ნამდვილი სახელი და გვარი მაგომედ გუციევია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი