დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 23 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 038 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 892 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 252 972 
  • გამოჯანმრთელებულია -  240 629 
  • გარდაცვლილია - 3 038 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16 267, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8855, PCR ტესტით - 7 412
  • კარანტინის რეჟიმში - 530
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 302
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 444

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 70 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი