"გულიანი ხალხია, მაგრამ ხანდახან გულს გონებაც უნდა მიაყოლოს ადამიანმა" - ბათუმის ინციდენტში მონაწილე დეპუტატი

გამოქვეყნდა:

"გულიანი ხალხია, მაგრამ ხანდახან გულს გონებაც უნდა მიაყოლოს ადამიანმა", - ასე უპასუხა ბათუმში, აქციაზე მისულმა დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა, მოსახლეობის შეძახილებსა და მათ უკმაყოფილებას. 

"ბულვარის მიტაცება ამ ხელისუფლების დროს კი არ მომხდარა, ყველა ხლეისუფლების დროს მოხდა. განსაკუთრებით ეს დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს", - თქვა მან.

ცნობისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდა. მოგვიანებით, ის გამოეყო ოპოზიციას და მოირგო სადეპუტატო მანდატი. ირაკლი ჩავლეიშვილი შეკრებილებმა შეძახილებით "მონა", "მოღალატე" გააცილეს. 

დეპუტატი პოლიციიის კორდონით გამოიყვანეს ტერიტორიიდან. 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 13:00 საათზე დაიწყო. ბათუმელები ამტკიცებენ, რომ, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდაა გაცემული და მასში კორუფციულ გარიგებას ხედავენ. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი