საქართველოში COVID-19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 24 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 055 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 546 პირი ინფიცირდა, 1 456 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 253 518 
  • გამოჯანმრთელებულია -  242 085 
  • გარდაცვლილია - 3 055 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 11 248, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 4 979, PCR ტესტით - 6 269
  • კარანტინის რეჟიმში - 511
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 272
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 443

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 71 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი