გორის ცენტრალური საავადმყოფოს ყოფილი შენობის რეაბილიტაცია სახელმწიფომ 2014 წელს დაიწყო, მაგრამ არ დაუსრულებია. ოპოზიციის თქმით ის ხარჯი, რომელსაც გორის მერია დღემდე გასცემს დანგრეული შენობის დასაცავად გორელების ჯიბიდან ფულის არამიზნობრივი ხარჯვაა.
"ამ შენობაში მილიონ ასი ათასი ლარი აქვს გადახდილი მაშნდელ დევნილთა და განსახლლების სამინისტროს მაშინდელ მინისტრ სოზარ სუბარს, რომელიც დიდი ზარზეიმით ჩამობრძანდა და პირდებოდა მოსახლეობას, რომ იძულებით გადაადგილებული პირვები იცხოვრებდნენ ამ კორპუსში, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა, ხალხის ფული ქარს გაატანა. გორის სამარცხვინო მეტი 30 000-მდე ხარჯავს ამ უსახური შენობის დაცვაში", - ამბობს ბექა ქორჩილავა, "ენმ"-ს წარმომადგენელი.
გორის მერის თქმით შენობა მერიის მფლობელობაში ცოტა ხნის წინ გადავიდა და ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ნაგებობა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სამხარაულის ბიუროს შეაფასებინეს "და დაგვიდო დასკვნა, რომ ეს არის უვარგისი და დანგრევას ექვემდებარება".