სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო შსს-ს მაღალჩინოსნის წინააღმდეგ: ადვოკატი როლანდ შონია აბაშის სამნართველოს უფროსს კობა ნარმანიას პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლაში ადანაშაულებს.
"პოლიციის უფროსი, კანონის დარღვევით, ჩაერია ჩემი და გამომძიებლის ურთიერთობაში, შემიზღუდა უფლებები და ხელი შემიშალა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში, არ დამიშვა დაცვის ქვეშ მყოფებთან დაცვის განსახორციელებლად. ვფიქრობ, რომ არის მცდელობა, მიჩქმალონ პოლიციის უფროსის დანაშაული, რომელიც შეეხო ინსტიტუციას და არა კონკრეტულ პიროვნებას", - ამბობს ადვოკატი როლანდ შონია.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.
ემა გოგოხია