გორში პოლიციამ სამი ახალგაზრდა მამაკაცი პირბადის გარეშე ყავის სმისთვის დააჯარიმა. ამის შესახებ ერთერთი დაჯარიმებული თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.
"მადლობა ბატონ სოსო დემეტრაშვილს, ვეცდებით ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით", - წერს ზურა სუდაძე.
აქვე გეტყვით, რომ პირბადის არასწორი ტარებისთვის შსს-მ დღეს, 24 იანვარს, 664 ადამიანი დააჯარიმა.