მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირა გაურგაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა.
ბრალის დადგენილების თანახმად, გაურგაშვილსა და იბრაჰიმ ქავთარაშვილს შორის დაპირისპირება იმის გამო დაიწყო, რომ დაკავებულმა საკუთარ ცოლსა და მოკლულ მამაკაცზე იეჭვიანა. მითითებულ ნაწილს არ დაეთანხმა დაცვის მხარე და თქვა, რომ კონფლიქტი წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
დაცვის მხარეს დღეს შუამდგომლობა არ დაუყენებია და გადაწყვეტილება სასამართლოს მიანდო, თუმცა, ბრალდების იმ ფორმულირებას, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, არ დაეთანხმა. პროცესზე სიტყვა წარმოთქვა გაურგაშვილმაც; ის ბრალს აღიარებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მარტს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, 17 იანვარს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხიზირა გაურგაშვილმა მეზობელს, იბრაჰიმ ქავთარაშვილს ცივი იარაღით 16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
ავტორი: ია გულიაშვილი