დღეს საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 071 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 298 ადამიანი ინფიცირდა; 1 311  პაციენტი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 253 816 
  • გამოჯანმრთელებულია -  243 396 
  • გარდაცვლილია - 3 071 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6 868, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2 686, PCR ტესტით - 4 182
  • კარანტინის რეჟიმში - 515
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 223
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 402

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 71 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი