39% თვლის, რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის - პანდემია და საზოგადოება NDI-ს კვლევაში

გამოქვეყნდა:

კითხვაზე, საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კოსორნავირუსის პანდემიას?

NDI-ს გამოკითხულთა 60% თვლის, რომ კარგად; 33% - ცუდად; 7% - არ ვიცი;

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს თქვენს გრძნობებს საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ -33%
  • ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის - 39%
  • კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას - 6%
  • არ ვიცი - 22%

 კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? პასუხები ასე გადანაწილდა:

ივნისი 2020:

  • 38% - დიახ
  • 46% -არა
  • 15% -არ ვიცი

დეკემბერი 2020

  • 41% - დიახ
  • 41% -არა
  • 17% - არ ვიცი

კითხვაზე: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ან თქვენ ოჯახის წევრს დაგჭრდათ, გაქვთ თუ არა სამარისი ინფორმაცია შემდეგის შესახებ:

როგორ მიიღოთ სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებით?

  • 86% -დიახ
  • 13% - არა

როგორ უმკურნალოთ კორონავირუსს სახლის პირობებში?

  • 77% - დიახ
  • 22% - არა

სად გაიკეთოთ კორონავირუსზე ტესტი უფასოდ/ხელმისაწვდომმ ფასად?

  • 65% - დიახ
  • 33% - არა

NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი