ქუთაისში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში - ფალიაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თეთრი ფერის "შევროლეტი" ახალგაზრდა ქალს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქუჩას კვეთდა.

დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პირველადი დათვალიერებით, ფეხი აქვს დაზიანებული. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი