"დედაქალაქის მერიაში დიდი აღებ- მიცემობაა" - ასე ეხმაურება ოპოზიციის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ლადო გოგსაძე დიდი კორუფიციული სქემების მხოლოდ ერთი რგოლია და კვალი გაცილებით მაღალი თანამდებობების პირებზე მიდის:
"ეს ერთი ადამიანი არის წვრილფეხა კორუმპირებული და მსხვილფეხა კორუმპირებულები არიან კალაძე, ხმალაძე და სხვები...." ამბობს ხაბეიშვილი და საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს სწორედ ამ მიმართულებით დაიტერესდეს.
ხაბეიშვილის თქმით, გამოსაკვლევია სხვა გამგეობებიც.
გამოძიების ინფორმაციით, ლადო გოგსაძე შპს მშენებელი პლიუსს ლობირებდა და ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიას ელ ჯი გრუპს ტენდერიდან გასვლას სთხოვდა, თუმცა ელ ჯი გრუპმა ტენდერი მაინც მოიგო. ამის შემდეგ, კი გოგსაძემ გამარჯვებულ კომპანიას უკვე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში უშლიდა ხელს.
კომპანია მშენებელი პლიუსის ხელმძღვანელად ლევან რაზმაძეა მითითებული, თუმცა "მთავარს" რაზმაძის ახლობლებმა უთხრეს, რომ კომპანია მის ბიძას ეკუთვნის:
"დადის და ტაქსაობს ლევანი არც იცის მაგ კომპანიის შესახებ, არაფერი შეხება არ ჰქონია" - ამბობს რაზმაძის ახლობელი.
ლადო გოგსაძის დაკავებას ჩუღურეთის გამგებელი გამოეხმაურა, რომელიც ამბობს რომ მომხდარის შესახებ სწორედ გოგსაძის დაკავების შემდეგ გაიგო.
შეგახსენებთ, მერიის მაღალჩინოსანი სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა