დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 096 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 050 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 254 822 
  • გამოჯანმრთელებულია - 244 446
  • გარდაცვლილია - 3 096
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17 349, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 857, PCR ტესტით - 11 492
  • კარანტინის რეჟიმში - 490
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 069
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 353

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 72 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი